#ზაფხულის ტურისტული სეზონის შეფასება და მსოფლიო დონის ღონისძიების მოლოდინი #ეთნოგრაფიულiი მუზეუმი „ბორჯღალო“

# “კონტაქტი“

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ახალი სეზონი დაიწყო. „კონტაქტი“ამჯერადაც ორიენტირებულია განათლების , ჯანდაცვის , კულტურის , სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში არსებულ რეალობასა და გამოწვევებზე , სამოქალაქო საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე.

როგორი იყო 2023 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში და მსოფლიო დონის რა ღონისძიებისთვის ემზადება ბათუმი -ამაზე დღევანდელი, 18 სექტემბრის გადაცემის პირველ ნაწილში , აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ კაიკაციშვილმა ისაუბრა.

გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო ეთნოგრაფიულ მუზეუმს „ბორჯღალო“, სადაც თავმოყრილია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა-ცხოვრებისა და სამეურნეო საქმიანობის ამსახველი უამრავი მასალა. „კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო „ბორჯღალოს“ დამფუძნებელი და დირექტორი ქემალ თურმანიძე. ის რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მუზეუმელთა მეორე ასამბლეაზეა , გამორჩეულ მუზეუმელად დასახელდა.

გადაცემის არქივი

ტრადიციულად, ყოველ პარასკევს „კონტაქტი“ ტურიზმის სფეროს ეთმობა. დღევანდელი გადაცემის პირველ ნაწილში აჭარის ტურისტული საინფორმაციო ცენტრების საქმიანობაზე ვისაუბრეთ ,'კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მართვის განყოფილების უფროსი მაია ქაშიბაძე და ტურისტული საინფორმაციო- ცენტრის ოპერატორი თაკო ბარათაშვილი გადაცემის მეორე ნაწილი კი ახალ ტურისტულ პროექტს დავუთმეთ---მაღალმთიან აჭარაში ალპური სათავგადასავლო მარშრუტი დასკვნით ეტაპზეა. ტელეფონით პირდაპირ ეთერში მაღალმთიანი აჭარიდან გვერთვებოდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე

26 ივლ 2018

ტრადიციულად, ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ სოფლის მეურნეობის სფეროს ეთმობა. დღევანდელ გადაცემაში სასათბურე სექტორის განვითარების პერსპექტივებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ვისაუბრეთ. სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, პროგრამა ითვალისწინებს სათბურების მოწყობას ფერმერთა საკარმიდამო ნაკვეთებში , ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასათბურეების მოწყობას ქობულეთის მუნიციპალიტეტში და შეღავათიანი იჯარით ფერმერებისთვის გადაცემას. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი -ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი ჯიმშერ დიასამიძე.

25 ივლ 2018

სისხლში ტყვიის შემცველობა მსოფლიოსთვის დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. როგორი ვითარებაა საქართველოში -ამ კითხვაზე პასუხს კვლევის შემდეგ მივიღებთ. კვლევა სექტემბერში დაიწყება. რატომ არის სისხლში ტყვიის შემცველობა საშიში, არსებობს თუ არა მკურნალობისა და პრევენციის მეთოდები - ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარი იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი. ტელეფონით გვერთვებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი ბიძინა ჯიბლაძე.

23 ივლ 2018

26-29 აგვისტოს აჭარა ლიტერატურულ ფესტივალს „ზე -კართან’ უმასპინძლებს.ფესტივალი 2013 წელს დაფუძნდა და მასში საქართველოს არაერთმა ცნობილმა თუ დამწყებმა პოეტმა და პროზაიკოსმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალის მთავარი მასპინძელი შუახევის მუნიციპალიტეტია , თუმცა ღონისძიებების ნაწილი ხულოსა და ქედაში იმართება. როგორ მიმდინარეობს ფესტივალისთვის მზადება -ამაზე დღევანდელი, 23 ივლისის გადაცემაში ვისაუბრეთ. სტუდიაში იყვნენ ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ დამფუძნებელი და დირექტორი ვახტანგ ბერიძე და ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი, ფესტივალის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი ნათია სირაბიძე.

22 ივლ 2018