
მუზეუმი არის ერთგვარი ხიდი წარსულსა და აწმყოს შორის. ეს არის სივრცე , სადაც ინახავენ, იცავენ და გამოფენენ კულტურული, ისტორიული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ნიმუშებს, სადაც ახორციელებენ სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას .
როგორი იყო 2025 წელი აჭარის მუზეუმის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული მუზეუმებისთვის -ამ თემას დაეთმო 29 დეკემბრის გადაცემა .
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ თეონა ზოიძე, სამუზეუმო გაერთიანება „აჭარის მუზეუმის“ დირექტორი და რიტა იოსელიანი, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის გიდი. ის აჭარის კულტურის სამინისტროს 2025 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე „წლის შემოქმედებითი პერსონა“ , გაწეული საქმიანობისთვის დააჯილდოეს.