
#ბიაფი - ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი წელს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს და მაყურებელს განსაკუთრებულ პროგრამას, გამორჩეულ საერთაშორისო სტუმრებსა და მრავალ საინტერესო კინოშეხვედრას სთავაზობს
20 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ბიაფის ისტორიაში , თავად ბიაფმა კი შეცვალა ბათუმის კულტურული ცხოვრება , მისი განსაკუთრებულობა ხომ მხოლოდ ფილმებში არ არის. ცალკე, კინო პლუს ბათუმი ძალიან ვრცელი თემაა.
წლევანდელი ბიაფი საზეიმოდ 19 სექტემბერს გაიხსნა და 26 სექტემბერს დასრულდება
"კონტაქტის" სტუმრები:
#ნიკოლოზ აბრამიშვილი - ბიაფის მმართველი ბორდის წევრი, საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი
#ქეთევან ორაგველიძე- ბიაფის მმართველი ბორდის წევრი, კინოფესყტივალის დამფუძნებლისა და დირექტორის, ბათუმელი რეჟისორისა და მხატვრის , აწ გარდაცვლილი გიორგი გოგიბერიძის მეუღლე