#ვარდისფერი ოქტომბერი და საოპერო მუსიკის საღამო #გიორგი გარაყანიძის სახელობის გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის მე-20 საერთაშორისო ფესტივალი

დღევანდელი "კონტაქტის" პირველი ნაწილი დაეთმო  ვარდისფერ ოქტომბერს, თანადგომასა და კონცერტს , რომელიც 2026 წლის 29 ოქტომბერს  გაიმართება და რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტები, კონცერტმაისტერები და კაპელა.ღონისძიებას დაესწრებიან თემურ გოგიტიძის საქველმოქმედო ფონდ "სიცოცხლის"  ბენეფიციარი ქალბატონები 

კონტაქტის სტუმარი იყო:

რუსუდან ბერიძე-ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის ქორმაისტერი 

გადაცემის მეორე ნაწილში კი ვისაუბრეთ  გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის მე-20 საერთაშორისო ფესტივალზე. ფესტივალი ტრადიციულად ყოველი წლის ნოემბერში ტარდება და უამრავ ქართველ და უცხოელ სტუმარს  მასპინძლობს. 

"კონტაქტის" სტუდიის სტუმარი იყო:

ხათუნა მანაგაძე-გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი ,  მუსიკოლოგიის დოქტორი

გადაცემის არქივი

ტრადიციულად, ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ სოფლის მეურნეობის სფეროს ეთმობა. დღევანდელ გადაცემაში სასათბურე სექტორის განვითარების პერსპექტივებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ვისაუბრეთ. სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, პროგრამა ითვალისწინებს სათბურების მოწყობას ფერმერთა საკარმიდამო ნაკვეთებში , ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასათბურეების მოწყობას ქობულეთის მუნიციპალიტეტში და შეღავათიანი იჯარით ფერმერებისთვის გადაცემას. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი -ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი ჯიმშერ დიასამიძე.

25 ივლ 2018

სისხლში ტყვიის შემცველობა მსოფლიოსთვის დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. როგორი ვითარებაა საქართველოში -ამ კითხვაზე პასუხს კვლევის შემდეგ მივიღებთ. კვლევა სექტემბერში დაიწყება. რატომ არის სისხლში ტყვიის შემცველობა საშიში, არსებობს თუ არა მკურნალობისა და პრევენციის მეთოდები - ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარი იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი. ტელეფონით გვერთვებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი ბიძინა ჯიბლაძე.

23 ივლ 2018

26-29 აგვისტოს აჭარა ლიტერატურულ ფესტივალს „ზე -კართან’ უმასპინძლებს.ფესტივალი 2013 წელს დაფუძნდა და მასში საქართველოს არაერთმა ცნობილმა თუ დამწყებმა პოეტმა და პროზაიკოსმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალის მთავარი მასპინძელი შუახევის მუნიციპალიტეტია , თუმცა ღონისძიებების ნაწილი ხულოსა და ქედაში იმართება. როგორ მიმდინარეობს ფესტივალისთვის მზადება -ამაზე დღევანდელი, 23 ივლისის გადაცემაში ვისაუბრეთ. სტუდიაში იყვნენ ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ დამფუძნებელი და დირექტორი ვახტანგ ბერიძე და ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი, ფესტივალის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი ნათია სირაბიძე.

22 ივლ 2018