
დღევანდელი "კონტაქტი" ისეთ ფაქტს, ისეთ ტკივილს დაეთმო. რომელიც ძალიან მძიმე და ძალიან რთულია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თითოეული თანამშრომლისთვის, და არა მარტო...
"კონტაქტის"ავტორი და წამყვანი , ჟურნალისტი ინგა მებონია , ადამიანი, რომელიც ჩვენი პროფესიული სამყაროს ნაწილი იყო, აღარ არის…
ჩვენს პროფესიულ ოჯახს ინგა მებონია 25 წლის წინ შემოუერთდა . ამ წლების უკან რამდენი სამუშაო დღე, რამდენი საერთო ამბავი, რამდენი პასუხისმგებლობით შესრულებული საქმე და რამდენი დაუღალავი შრომაა…
ინგა მებონია იყო ადამიანი, რომლისთვისაც პროფესია მხოლოდ სამსახური არ ყოფილა. ეს იყო პასუხისმგებლობა, ერთგულება, საქმის სიყვარული და შინაგანი რწმენა, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებ, მთელი გულით უნდა აკეთო.