
მევენახეობა, სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ უძველეს, სტრატეგიულ და ეკონომიკურად უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს. არქეოლოგიური აღმოჩენებიც ადასტურებს, რომ ვაზის კულტურას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ადგილობრივი ჯიშებითა და მეღვინეობის კულტურით ჩევენი რეგიონიც გამორჩეულია, თუმცა ტრადიციის შენარჩუნება მხოლოდ წარსულის გახსენება არ არის, ეს ცოდნის, გამოცდილებისა და ახალი შესაძლებლობების სწორად გამოყენებასაც გულისხმობს.
როგორია მევენახეობის მდგომარეობა აჭარაში დღეს, რა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ იგი ფერმერისთვის შემოსავლიან, თანამედროვე და პერსპექტიულ დარგად იქცეს.
სტუმარი : ლევან ბოლქვაძე - აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის უფროსი