
აჭარა თავისი ისტორიული წარსულითა და არქეოლოგიური მემკვიდრეობით საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია.
ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში სულ უფრო მნიშვნელოვანია, როგორ შევისწავლოთ, აღვრიცხოთ, დავიცვათ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ეს ფასდაუდებელი მემკვიდრეობა.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამეცნიერო პროექტი — „აჭარის არქეოლოგიური ძეგლები გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემაში“.
პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა და მას აჭარის მუზეუმისა და ბსუ-ს მეცნიერ-მუშაკები ახორციელებენ.
სტუმარი: ნინო ძნელაძე-სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი, ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის უფროსი მეცნიერ-მუშაკი