გალაკტიონ ტაბიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ქართველები და ზღვა“.

         ფესტივალი 16 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.  მისი მხარდამჭერები არიან ბათუმის მერია და აჭარის მწერალთა სახლი.
        აჭარის რადიოსთვის უაღრესად მნიშვნელონვანია ის ფაქტი, რომ ამ ფესტივალის დაარსება უკავშირდება ჩანაწერს, რომელიც აჭარის რადიომ თაობებს შემოუნახა. ეს ჩანაწერი ასახავს გალაკტიონის ბათუმში სტუმრობას 1953 წელს  და მის ოცნებას,  ამ ქალაქში ყოველწლიურად ზღვის პოეზიისა და ხელოვნებისადმი მიძღვნილი დღეების ჩატარებისა. სამი წლის წინ გალაკტიონის ოცნება რეალობად აქცია ნინო ხოფერიამ - კინოდოკუმენტალისტმა, მწერალმა  და ჟურნალისტმა.
სტუმრები:  ბელა ხაბეიშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გალაკტიონის შემოქმედების მკვლევარი და მთარგმნელი ფრანგულ ენაზე
მანონ ბულისკერია - პოეტი და მხატვარი აფხაზეთიდან, ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლის წარმომადგენელი 



გადაცემის არქივი