კონტაქტი

კონტაქტი

განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება. კულტურული მემკვიდრეობა, ტურიზმი, დასაქმება და სამოქალაქო საზოგადოება  - ეს არის სფეროები, სადაც ახალი გამოწვევები და მოლოდინებია. ჩვენ ვმუშაობთ თემებზე, რომელიც ყოველთვის აქტუალურია.

ჩვენ თქვენთან მუდმივ კონტაქტში ვართ...  ტელ: 27-43-91  27-43-92

გადაცემის არქივი

ტრადიციულად ყოველ პარასკევს „კონტაქტი“ იმ თემებს ეთმობა, რომლებიც ტურიზმის განვითარებაზე ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული. გუშინ, 18 აპრილს ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით II საერთაშორისო სემინარი გაიმართა თემაზე- ,,შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეალური მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები“ სემინარში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან. დღევანდელი გადაცემა ამ ღონისძიების მთავარ აქცენტებს დაეთმო. "კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ ემზარ კახიძე -აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გონიო -აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის მეცნიერ- თანამშრომელი, ასოცირებული პროფესორი და კახა ქამადაძე- აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გონიო -აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის მეცნიერ- თანამშრომელი, არქეოლოგიის დოქტორი

18 აპრ 2019

#კონტაქტი დღეს "კონტაქტი" ძალიან ემოციურ და აქტუალურ თემას დაეთმო. ჩვენი ფოკლორული საგანძურის გადარჩენის საქმეში შეტანილ უდავოდ დიდ წვლილს-. მის შედეგს უფრო თვალნათლივ შევიგრძნობთ კონცერტზე „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“, რომელიც დღეს ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება. დღეს ბათუმის დრამატულ თეატრში ასევე შედგება პრეზენტაცია წიგნისა „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“. პიტერ გოლდმა მე-19 საუკუნეში ინეგოლში გადასახლებული ქართველებისაგან ჩაიწერა მათი ტრადიციული მუსიკა 1968 წელს . ახალგაზრდა ქართველ ეთნომუსიკოლოგებს ამ მოვლენიდან 50 წლის შემდეგ, მიეცათ საშუალება გაევლოთ პიტერ გოლდის ნაკვალევზე, მოეძიებინათ ახალი მასალა და ძველი და ახალი ჩანაწერებით ეჩვენებინათ ინეგოლის ქართველების ტრადიციული მუსიკის წარსული და თანამედროვე მუსიკალური ყოფა. 'კონტაქტის"სტუდიის სტუმრები იყვნენ ფონდ "ქართული გალობის" წარმომადგენელი,ლოტბარი გიორგი ჯოლბორდი და ნურულლაჰ ილდირიმი (გიორგი მესხიძე), ინეგოლის ანსამბლ "რირაშის" წევრი.

16 აპრ 2019

ტრადიციულად ყოველ ორშაბათს „კონტაქტი“ პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებს, გამოწვევებს და პრობლემებს ეთმობა. 8-დან 19 აპრილის ჩათვლით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია გამოაცხადა. რეგისტრაცია მიმდინარეობს საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებილებებში. დღევანდელ გადაცემაში იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ვისაუბრეთ , რომელზეც მიღება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაცხადა კონტაქტის სტუდიის სტუმარი იყო ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორი მადონა მიქელაძე

14 აპრ 2019

ტრადიციულად ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებაზე ორიენტირებულ თემებს ეთმობა. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ პროექტზე „ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ "კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის - "ქედა ლიდერი" ხელმძღვანელი ნინო გაფრინდაშვილი დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლორთქიფანიძე ტელეფონით გვერთვებოდა ორგანული აქვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ გამგეობის თავმჯდომარე სოფო დიასამიძე.

09 აპრ 2019

ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე გამოწვევებს ეთმობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გაეროს ბავშთა ფონდისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის - სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დახმარებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აჭარაში მიმდინარეობს შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგიისა და სისტემის პილოტირების განხორციელება. ამ თემას დაეთმო დღევანდელი გადაცემა. "კონტაქტის" სტუდიის სტუმარი იყო ბათუმის ნომერ პირველი პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილე, პილოტირების პროგრამის კოორდინატორი მანანა ზოიძე. ტელეფონით პირდაპირ ეთერში გვერთვებოდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან მელიქაძე და "კონტაქტიშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის კონსულტანტი თომა კაკაბაძე .

08 აპრ 2019

ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ იმ აქტივობებს ეთმობა, რომლებიც საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ხორციელდება. 2018 წელს საქართველოში 23 არასრულწლოვანი მამა და 715 არასრულწლოვანი დედაა დარეგისტრირებული, ნათქვამია ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში.ა სახალხო დამცველის აპარატში საუბრობენ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათთვის იმ რისკების შესახებ საუბრის აუცილებლობაზე, რაც ადრეული ქორწინებების თანმდევია. დღევანდელ გადაცემა დაეთმო ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის აქტივობას, რომლის მიზანი „ოჯახში ძალადობის და ადრეული ქორწინების პრევენციაა" „კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი სალომე ფუტკარაძე და ცენტრის მოხალისეები ლაშა ბერიძე და თეკლა ციცაგი.

03 აპრ 2019

ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ იმ პროექტებს ეთმობა,რომელსაც სხვადასხვა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს და არაფორმალურ საგანმანათლებლო- შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობის გაძლიერებასა და გააქტიურებას, საინტერესო ონიციატივების მხარდაჭერას და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ქუჩის კალათბურთი 2 -დღევანდელი გადაცემაში ამ პროექტის შესახებ ვისაუბრეთ. პროექტი ბათუმის მერიის თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოცხაადებული კონკურსის გამარჯვებულია "კონტაქტის" სტუდიის სტუმარი იყო პროექტის ავტორი, პროფესიით მარკეტინგის პიარ მენეჯერი ნიკა კიკვაძე.

27 მარ 2019

ტრადიციულად ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემებს ეთმობა. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ პროექტზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "საორსა" ბათუმის ამერიკულ კუთხესთან პარტნიორობით ახორციელებს . პროექტის სახელწოდებაა "სოფლად მცხოვრები ქალების ხმა". პროექტის მიზანია ქალთა და გოგონების გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების და შესაძლებლობების შესახებ , რაც ხელს შეუწყობს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ქალთა და გოგონათა სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებას. "კონტაქტის" სტუდიის სტუმარი იყო მამუკა საფარიძე - ბათუმის ამერიკული კუთხის პროგრამების კოორდინატორი. ტელეფონით პირდაპირ ეთერში გვერთვებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია "საორსა" ს დამფუძნებელი ლია ფუტკარაძე

26 მარ 2019

ტრადიციულად ყოველ პარასკევს "კონტაქტში" ტურიზმზე ვსაუბრობთ. გადაცემის პირველი ნაწილი ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს დაეთმო ბათუმი, „World Travel Awards“-ის ნომინაციაზეა წარდგენილი."World Travel Awards“არაოფიციალურად ოსკარის დაჯილდოების ანალოგია. ბათუმისთვის ხმის მიცემა 28 აპრილამდე ნებისმიერ მსურველს ღონისძიების ოფიციალურ საიტზე შეუძლია. გამარჯვებული 8 ივნისს, პორტუგალიის ქალაქ მადეირაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება, "კონტაქტის" სტუდიის სტუმარი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახურის უფროსი ნინო ხახუბია. გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრეთ ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის სამზადისზე. პირდაპირ ეთერში ტელეფონით გვერთვებოდა აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე

21 მარ 2019

ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ იმ პროექტებს ეთმობა, რომლებსაც სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორი საზოგადოების კეთილდღეობისა და ცნობიერების ასამაღლებლად ახორციელებს. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ საგანმანათლებლო პროექტზე „პროფკავშირების სკოლა“. პროფკავშირული განათლების აღორძინების ისტორია 1963 წელს ავსტრიიდან დაიწყო. 2016 წელს ავსტრიისა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებების თანამშრომლობით და ავსტრიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით პროფკავშირულმა სკოლებმა თბილისში დაიწყო ფუნქციონირება. ცოტა ხნის წინ კი მსმენელების პირველი ნაკადი მიიღო პროფკავშირების ბათუმის სკოლამ . „კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი და ბათუმის პროფკავშირული სკოლის კოორდინატორი გენო თებიძე.

13 მარ 2019