
დავით დელგმა - Kobasa Bia
დავით დელგმა 24 წლის ავტორ-შემსრულებლის დათო ჯიქიძის ფსევდონიმია. მისი პირველი ნამუშევრები, ცალკეული სიმღერებისა და ალბომის (Samkrekhelo) სახით ფართო მსმენელს 2023 წელს, მუსიკოს და პროდიუსერ ვახო ქანთარიასთან თანამშრომლობის შედეგად წარედგინა. ამის შემდეგ დავითმა ვრცელი შემოქმედებითი პაუზა აიღო, თუმცა არ წყვეტდა სიმღერების წერას. და აი სამი წლის თავზე პირველი, ახალი სინგლი Kobasa Bia შემოგვთავაზა თანმხლები ვიდეოკლიპით.
Vinda Folio - სი სო რექ
მუსიკოსისა და პროდიუსერის თემო ეზუგბაიას სოლო პროექტი Vinda Folio კარგადაა ნაცნობი თანამედროვე ქართული მუსიკის მსმენელისთვის, ისევე როგორც მისი დუეტი ერეკლე დეისაძესთან - ეკო და ვინდა ფოლიო.
მუსიკოსმა საინტერესო ექსპერიმენტის შედეგი შემოგვთავაზა სიმღერის სახით „სი სო რექ“ - პოსტ პანკ მუსიკისა და მეგრული ენის (პოეტ ზაალ ჯალაღონიას ტექსტების სახით) სინთეზი.
Melqo - არ მასვენებს.
„არ მასვენებს“ - ასე ქვია სიმღერას, რომელიც სულ ახლახან გამოაქვეყნა ახალგაზრდა თაობის მუსიკოსმა დათო მანჩხაშვილმა, რომელსაც მსმენელი ფსევდონიმით MELQO იცნობს. მის მუსიკალურ ბიოგრაფიასთან გაცნობა შეგიძლიათ გადაცემის არქივის საშუალებით.
Project Binadari - თუ ფიქრობ რომ...
ქართული თანამედროვე მუსიკით დაინტერერესებულ მსმენელს დიდი ხანია ესმის ლიკა შუბითიძის სახელი. ლიკა მეუღლესთან და შვილათან ერთად ათ წელზე მეტია, ამერიკაში ცხოვრობს და იქ აგრძელებს მუსიკალურ კარიერას, ძირითადად ოჯახური დუოს Homospouses ფორმატში. და აი, ამ რამდენიმე ხნის წინ ემიგრაციაში მყოფი ხელოვანი მეგობრების შეკრებებისას დაიბადა ახალი პროექტი Binadari, რომელსაც შეადგენენ თავად ლიკა და მისი მეუღლე
არჩილ გეგეჩკორი, თუა მაღალაშვილი, თათა ჩხაიძე და თამარ მაღალაშვილი(რომელიც პროექტს საქართველოდან შეუერთდა ვირუალურად).
აღსაღნიშნია ლიკას და არჩილის ათი წლის გოგონას ალექსანდრაც ჩართულობა.
პირველი სიმღერა „თუ ფიქრობ, რომ..) პროექტმა უკვე შემოგვთავაზა.