
ჯგუფი Parasite - ახალი ალბომი Parasite
ალტერნატიული როკ მიმართულების ჯგუფი Parasite, ახალი თაობის მუსიკოს (გიტარისტი,ვოკალისტი,სიმღერების ავტორი) და პროდიუსერს ბექა მინაძის გარშემო 2021 წელს ჩამოყალიბდა. ბექას გარდა შემადგენლობაში ირიცხებიან: ბას გიტარისტი სანდრო კიკნაძე და დრამერი ლუკა ბოკუჩავა. მოხდა ისე, რომ დასაწყისშივე ჯგუფმა აქტიური საქმიანობა არა სამშობლოში, არამედ უცხოეთში, კერძოდ პოლონეთში წარმართა. 2023 წელს კი საქართველოში დაბრუნებას გაპასიურება მოყვა. თუმცა 2024 წლიდან,მას შემდეგ რაც ბექამ ერთ-ერთ ხმისჩანწერ სტუდიაში ხმის ინჟინრად მუშაობა დაიწყო, შეკრიბა ბიჭები და კვლავ ერთად ჩაწერები დაიწყეს. და აი,წელიწადნახევრის მუსიკალური ნააზრევი 2025 წლის მიწურულს მცირე ალბომის (EP) Parasite- ის სახით შემოგვთვაზეს.
ჯგუფი The Cave
ჯგუფი The Cave-მა პირველი ჩანაწერი, სიმღერა „შენ“ 2025 წლის გაზაფხულზე გამოაქვეყნა. ალტერნატიული მიმართულების ამ ახალბედა კვარტეტს შეადგენენ: საბა ბასიაშვილი (ვოკალი, გიტარა),კახა ასლამაზაშვილი (გიტარა),
ნოდო დანდურიშვილი (დრამი),ლადო სოფრომაძე (ბასი). საკუთარი ხელით მოწყობილ სარეპეტიციოში, სტუდიური მუშაობითა თუ საკონცერტო გამოსვლებით ბიჭები დიდი მონდომოებით ხვეწენ საშემსრულებლო მანერას.
საკუთარი სტილის ძიების კვალი მათს ჩანაწერებშიც იკითხება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სულ სამია: „შენ“, Odyssey და Mrs. Cherry.