
Savse Mtvare - ალები ცეცხლის კიდეზე
Savse Mtvate სიმღერების ავტორისა და მუსიკოსის როლანდ სიდამონიძის სოლო პროექტად ჩამოყალიბდა მისი ჯგუფის SAVANAH FISH-ის არსებობის პარალელურად. პირველი ნამუშევარი 2024 წლის მიწურულს გამოქვეყნდა და ეს გახლდათ ალბომი „აისე (27)“. თებერვლის დადგომისთანავე პროექტმა ახალი 12 სიმღერიანი ალბომი „ალები ცეცხლის კიდეზე“ გამოაქვეყნა.
My Equinox Divine – Syzygy
ამ ოჯახური დუეტის სახელი კარგა ხანია ესმის ალტერნატიული, მძიმე მუსიკის მსმენელს. სიმღერების ავტორი, ვოკალისტი მანანა კოხრეიძე და ბას გიტარისტი, ხმის ინჟინერი და მუსიკალური პროდიუსერი არჩილ ბედიაშვილი ქმნიან ამ პროექტს. შარშან თებერვალში დუეტმა სპეციალურად თეატრალური დადგმისთვის შექმნილი ალბომი Helios On Air წარმოადგინა. და აი, დაახლოებით ერთი წლის თავზე ახალი მძიმე(მეტალ) მიმართულების კრებული Syzygy გამოაქვეყნა.