დილის რადიო 5 თებერვალი 2026 წელი

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან                                                                                                 5 თებერვლით   დათარიღებულ საინტერესო ფაქტებსა   და მოვლენებზე  ვისაუბრებთ  
#სპორტის სიახლეებს ტრადიციულად  სეო წილოსანი  გაგვაცნობს 
არაოლიმპიურ სახეობებში 2025 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენი გამოვლინდა.
გამარჯვებულებს შორის 3 სპორტსმენი აჭარიდან არის  : კონტაქტური კარატისტი მინდია მგელაძე,ათლეტიზმის წარმადგენელი თემურ სამხარაძე და მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი.
ამჟამად  ნინო თბილისში საქართველოს ჩემპიონატზე  ასპარეზობს,ხოლო თემური ასევე დედაქალაქში ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და ამიტომ სტუმრობა ვერ მოახერხეს.
ჩვენი გადაცემის სტუმარი : მინდია მგელაძე - კარატისტი
რუბრიკაში რადიოს აჭარის ოქროს ფონდი , ქართველ მსახიობს ელენე ყიფშიძეს გავიხსენებთ . შემოგთავაზებთ ფრაფმენტს მისი შემოქმედებითი საღამოდან,  რომელიც ბათუმის დრამატულ თეეატრში გაიმართა 1996 წელს და რომელიც  მსახიობის დაბადების დღეს მიეძღვნა .საღამოზე ელენე ყიფშიძემ არაერთი ეპიზოდი შესთავაზა მაყურებელს მის მიერ შესრულებული როლებიდან ,დღეს  მოვუსმენთ მის  განუმეორებელ  ხანუმას, ავქსენტი ცაგარელის  კომედიური პიესიდან.   
#ქორწინება ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიიჩნეოდა, თუმცა დღეს, ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი ასე არ ფიქრობს. რატომ აღარ ჩქარობენ და რამ განაპირობა მათი ამგვარი დამოკიდებულება ოჯახის შექმნის მიმართ, #ქეთი ზოსიძის სიუჟეტიდან გაიგებთ.
#დღევანდელ რეალობაში ფილტრები და სოციალური ქსელების „იდეალური სილამაზე“ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.
ბევრს უჭირს საკუთარი ნამდვილი სახის მიღებარადგან ფოტოებში ხშირად ხელოვნურად იცვლიან გარეგნობას.
რა გავლენას ახდენს ეს თვითშეფასებაზე და რატომ გვიჭირს საკუთარი თავის მიღება, 
ამ თემაზეა ანო ცისკარიძის სიუჟეტი 
# რატი რატიანის რუბრიკა  „დაუსრულებელი პლეილისტი“  დღეს ეთმობა ქართული ჯგუფის Bedford Falls ახალ კომპოზიციას სახელწოდებით "უცნაური", მიმდინარე წელს დაგეგმილი ალბომიდან LAZYBONES.
(ჩართვა ტელევიზიაში) #  საკვები ელემენტების დეფიციტი
დილის რადიოს სტუმარი: ექიმი თერაპევტი თამარ დონდუა
სპორტის სიახლეები     სეო წილოსანთან ერთად  
გადაცემის მიწურულს კი კობა ფარტენაძისგან დღევანდელი და მომდევნო დღეების ამინდის უტყუარ  პროგნოზს გავიგებთ


გადაცემის არქივი