
ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან #25 თებერვლით დათარითებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მოგიყვებთ
სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად
#აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით ბაკურიანში სასწავლო-საწვრთნო შეკრება დასრულდა.
როგორ ჩაიარა მზადებამ, როგორია სამომავლო გეგმები და უახლოესი პერიოდის კალენდარი?
დილის რადიოს სტუმარი:
ჯემალ წულუკიძე - აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი # ბავშვის მიჯაჭვულობა დედასთან – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები.. რა პრაქტიკული ნაბიჯები დაგვეხმარება სეპარაციის შფოთვის მშვიდად გადალახვაში? -ამ თემას ეთმობა თამთა სულაბერიძის რუბრიკა „პროფესია მშობელი“
რუბრიკის სტუმარი:კლინიკური ფსიქოლოგი ,სალომე გელაშვილი
#საკუთარ დაბადების დღეს ყველა განსხვავებულად აღიქვამს. ზოგისთვის ეს სიხარულია, ზოგისთვის შფოთვა და ფიქრი. ანო ცისკარიძის სიუჟეტიდან გავიგებთ, რატომ ხდება ასე.
„გასეირნება“-- ასე ეწოდება გენიალური ფრანგი ფერმწერის,გრაფიკოსისა და სკულპტორის ოგიუსტ რენუარის ნამუშევარს, რომელსაც დღეს რუბრიკა „მუზეუმი“ დაეთმობა . 60-წლიანი აქტიური მოღვაწეობის მანძილზე რენუარმა დაახლოებით 6 ათასი ტილო შექმნა, რომელთაგან საუკეთესო სურათები ამჟამად მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტად არის შეფასებული.დღეს ოგიუსტ რენუარის დაბადების დღეა ( ჩართვა ტელევიზიაში) აჭარის ხელოვნების მუზეუმის ახალი პროექტი-ხატვის მასტერკლასი ხელოვან მანანა გეგიძესთან ერთად
#დილის რადიოს სტუმრები: მანანა გეგიძე - მხატვარი,ჟურნალისტი, ინგა გოგიბერიძე - აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორის მოადგილე
სპორტის სიახლეები
ამინდის პროგნოზი