დილის რადიო 26თებერვალი 2026 წელი

ამინდის პროგნოზით   კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება                                                                        

#დღეს  აუჩქარებლობის მსოფლიო დღეა. 26 თებერვლით    არაერთი საინტერესო ფაქტი და მოვლენაა დათარიღებული .  მათ შესახებ ვისაუბრებთ  
სპორტის სიახლეებს ტრადიციულად  სეო წილოსანი  გაგვაცნობს  
#შიში ყველასთვის ნაცნობი შეგრძნებაა, თუმცა ზოგჯერ ის იმდენად ძლიერდება, რომ პანიკად და ფობიად იქცევა. რა აშინებთ ადამიანებს ყველაზე მეტად და როგორ აისახება ეს ყოველდღიურ ცხოვრებაზე — ანო ცისკარიძის სიუჟეტიდან გავიგებთ.
“დრო არ მრჩება”, “ვერ მოვასწარი”, “დროში ვიზღუდები”, ეს ის ფრაზებია, რომლებსაც დღის განმავლობაში ხშირად ვიყენებთ.
თუ რა იწვევს ამ ყველაფერს და როგორ შეგვიძლია ჩვენი ყოველდღიურობის შეცვლა და გაუმჯობესება #ქეთი ზოსიძის სიუჟეტიდან გაიგებთ. 

(ჩართვა ტელევიზიაში) გაზაფხული და კვების თავისებურებები                                                                 

#დილის რადიოს სტუმარი: ექიმი ენდოკრინოლოგი ლია ჯაში
რატი რატიანის რუბრიკა „დაუსრულებელი პლეილისტი“  ეთმობა კომპოზიციას "შენს ბაღში ხე" ცოტნე გორგოშაძის შესრულებით, 
სპორტის სიახლეები   სეო წილოსანთან ერთად  
გადაცემის მიწურულს კი კობა ფარტენაძისგან დღევანდელი და მომდევნო დღეების ამინდის უტყუარ  პროგნოზს გავიგებთ

გადაცემის არქივი