
ამინდის უტყუარ პროგნოზს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ
# 4 მარტს აღინიშნება სიმსუქნის მსოფლიო დღე, სიმსუქნე გლობალური პრობლემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით
# დღეს ადამიანის პაპილომავირუსის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა! #4 მარტს აღინიშნება სათვალიანი ადამიანების საერთაშორისო დღე # 2019 წელს იუნესკომ 4 მარტი ოფიციალურად ინჟინრის და ინჟინერიის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.# დღეს მიკროფონის დაბადების დღეა #4 მარტით დათარიღებულ სხვა მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებზეც ვისაუბრებთ
სპორტის სიახლეებით, ტრადიციულად, სეო წილოსანი შემოგვიერთდება
#“დღეს კარგად ჩავიცვამ, კარგ ხასიათზე ვარ”, ეს ყველასთვის ნაცნობი ფრაზაა, ჩაცმულობა ხშირად არა მხოლოდ გემოვნებას, არამედ ადამიანის ხასიათსა და ემოციას ასახავს.
შეუძლია თუ არა ტანსაცმელს განწყობის შეცვლა და როგორ გამოხატავს ის ჩვენს შინაგან სამყაროს-სწორედ ამ საკითხს ეთმობა #ქეთი ზოსიძის სიუჟეტი
#რა არის ADHD და როგორ ხდება მისი მართვა?
-ამ თემას ეთმობა თამთა სულაბერიძის რუბრიკა “პროფესია მშობელი”
რუბრიკის სტუმარი: კლინიკური ფსიქოლოგი მარიამ ათაბაგი
#ხალხური ქორეოგრაფიისა და სიმღერის მასტერკლასები. მასტერკლასები 4, 5 და 6 მარტს აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში ჩატარდება. მონაწილეობა უფასოა , რეგისტრაცია ადგილზე
დილის რადიოს სტუმრები: მადონა თევზაძე -აჭარის კულტურის სამინისტროს ფოლკლორის ხელშეწყობის განყოფილების უფროსი ნანა ვალიშვილი - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ეთნომუსიკოლოგი, მომღერალი, ლოტბარი, ექსპერტი სამუსიკო ფოლკლორის დარგში, ღირსების ორდენის კავალერი.
#კადრები, რომლებიც ისტორიად იქცა.
ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, წარმოდგენილია დოკუმენტური ფოტოგრაფის, გიზო ჩიგოგიძის ფოტოგამოფენა, რომელიც მისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობის ამსახველ ნამუშევრებს აერთიანებს
გამოფენა 10 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
სპორტის სიახლეები
ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან