რელიზი - GusGus

ნებისმიერმა, ვისთვისაც ცნობილია ელექტრონული ჯგუფის „გუსგუსის“ ჟღერადობა, იცის რას უნდა ელოდოს ამ გაერთიანებისგან - ვებერთელა ვიბრაციის მქონე პირქუშ ელექტრონიკას... მათი 2021 წლის ნამუშევარი იქნება დღევანდელი „ფმ ფანტაზიების“ რუბრიკის „რელიზის“ თემა. რაში მდგომარეობს «Mobile Home»-ის იდეა? და რა კომპოზიციები შევიდა ალბომში, „ფმ ფანტაზიებში“ გავიგებთ მოკლედ და მოვუსმენთ სრულად.

დისკოგრაფიიდან ყველაზე ძლიერი და ამბიციური ჩანაწერით ელექტრონული დუეტი კიდევ უფრო აფართოვებს შემოქმედებით საზღვრებს - კონცეპტუალური ალბომი «Mobile Home» არის ფანჯარა, მანქანების მიერ შეპყრობილ, ფუტურისტულ ანტიუტოპიურ სამყაროში“... განიხილავს და ეხება ტექნოლოგიის ზრდასთან ერთად გამუდმებით მზარდ გაურკვევლობას, მარტოობას, ამბოხს, აჯანყებას, სამეცნიერო ფანტასტიკას, ჰედონიზმს, სიამოვნებასა და ბრაზს...

 

 

 

გადაცემის არქივი