
დღეს დასრულდება სპეც-თემა, რომელიც „ფმ ფანტაზიების“ ბოლო გადაცემებისთვის შევარჩიე - მსოფლიო კულტურის შესახებ წამყვანი პუბლიკაციის ჟურნალ „როლინგ სთოუნის“ მიერ გამოქვეყნებული ტიტულოვანი სია „2025-ის 100 საუკეთესო სიმღერა“. დღემდე 90-ი მოგასმენინეთ, მცირე საინფორმაციო შესავლებით, ახსნა-განმარტებებით თუ რამ განაპირობა გასულ წელს მათი პოპულარობა და შესაბამისად, ამ სიაში მოხვედრა. ასეული — ნელ-ნელა შეიკვეცა, დარჩნენ მხოლოდ ისინი, ვინც რაღაც განსაკუთრებული, ღირებული და მნიშვნელოვანი დაგვიტოვა. იმ ზღვართან ვართ, სადაც რეიტინგი აღარ არის უბრალოდ წარმატებულ შემსრულებელთა სია და სიმღერები აღარაა უბრალოდ ჰიტები. ეს არის 2025-ის ყველაზე ძლიერი 10 კომპოზიცია Rolling Stone-ის თანახმად — სიმღერები, რომლებმაც წელი განსაზღვრეს, განწყობა შეცვალეს, და ზოგ შემთხვევაში — მსოფ-მხედველობაც. აქ არტისტიზმი უკიდეგანოა და შემსრულებლები მოულოდნელი, აღსარება ინტიმური და გზავნილი ხმამაღალი, მარტოობის მუსიკა და კოლექტივიზმის განცდა. “FM ფანტაზიები”. ფინალური ათეული. და 2025-ის ისტორია მუსიკალურად, რომელიც სწორედ აქ სრულდება… ან თავიდან იწყება.
10 | Chappell Roan, ‘The Subway’
9 | Kendrick Lamar and SZA, ‘Luther’
8 | Taylor Swift, ‘The Fate of Ophelia’
7 | YoungBoy Never Broke Again, ‘Shot Callin’
6 | Sabrina Carpenter, ‘Manchild’
5 | Kehlani, ‘Folded’
4 | Bad Bunny, ‘Baile Inolvidable’
3 | KPop Demon Hunters/Huntr/x, ‘Golden’
2 | MJ Lenderman and This Is Lorelei, ‘Dancing in the Club’
1 | Lady Gaga, ‘Abracadabra’