
როცა ტაიშონის რამდენიმე ორიგინალს მოვისმენთ, თავად დარწმუნდებით, რომ რაც არ უნდა ვცადოთ მისი კატეგორიაცია, ასე ბოლომდე ვერ მოვარგებთ რომელიმე კონკრეტულ ტერიტორიას - ეს როგორც პროფეპსიონალ მუსიკოსებს, ისე კრიტიკოსებსაც უჭირთ - არის ეს ჯაზი? დიახ, რა თქმა უნდა. თანამედროვე კლასიკა? ეგეც. იმპროვიზაციული მუსიკა? ცალსახად. რაღაც უფრო - პერსონალური, ექსპრესიული და ორიგინალური? და აქაც მართალი იქნებით.