
მას ტელევიზიასა და რადიოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი გამოირჩევა საკუთარი ენერგიული, უშუალო და მეტად პოზიტიური წაყვანის სტილით. ნანიკო არაერთი პოპულარული და რეიტინგული შოუს წამყვანია. მას აქვს უნარი, ნებისმიერ სტუმართან დაამყაროს დადებითი კომუნიკაცია და მაყურებლისთვის თუ მსმენელისთვის გადაცემა საინტერესო და დასამახსოვრებელი გახადოს.