სოფელ ქობულეთის არქეოლოგიური ექსპედიცია

17 სექტემბერი 2021, 17:15 18555 ნახვა

სოფელ ქობულეთის არქეოლოგიური ექსპედიცია

# კონტაქტი

სოფელი ქობულეთი არქეოლოგებისთვის საინტერესო ადგილია. სხვადასხვა დროს, ქართველი და უცხოელი მკვლევარების ჩართულობით, იქ არაერთი არქეოლოგიური ექსპედიცია ჩატარდა . პროცესი კოვიდპანდემიამ შეაფერხა.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ქვის ხანის შემსწავლელმა ექსპედიციამ, 2019 წელს დაწყებული სამუშაოების გაგრძელება მიმდინარე წლის ზაფხულში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით და ქობულეთის მუზეუმის თანადგომით მოახერხა.რა შედეგით დასრულდა არქეოლოგიური კვლევა-ძიება ამაზე დღევანდელი, 17 სექტემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ექსპედიციის ხელმძღვანელი, არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი გურამ ჩხატარაშვილი. ტელეფონით გვერთვებოდა ქობულეთის მუზეუმის დირექტორი, არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი რეზო ტაკიძე