Nikakoi - ნიკა მაჩაიძე

27 ნოემბერი 2021, 13:44 2530 ნახვა

Nikakoi - ნიკა მაჩაიძე

გასულ ზაფხულს კრეატიული  განათლების სტუდიის ლეიბლზე CES records ციფრული სახით გამოიცა ნიკა მაჩაიძის (იგივე Nikakoi) ანთოლოგიის პირველი ნაწილი რომელიც მოიცავს 1996 – 2001 წლებს. ნიკას მუსიკალური შემოქმედება მეტად სავსე   25 წელს ითვლის - ეს არის ასე ვთქვათ მუსიკა მუსიკისთვის, და მუსიკა სხვადსხვა თეატრალური დადგმებისა თუ პერფომანსებისთვის, მუსიკა ფილმებისთვის, მუსიკა სარეკლამო დანიშნულებით და სხვა.
საერთო მახასიათებელი რაც ამ დიდ დისკოგრაფიას აქვს ეს არის ელექტრონული ჟღერადობა და ექსპერმეტულობა.
კინემატოგრაფიდან მუსიკაში მოსულ  ნიკა მაჩაიძეს დღეს უსმენენ ბერლინშიც, პარიზშიც და ტოკიოშიც.