მგზავრები
2006 წელს საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტების გიგი დედალამაზიშვილის,მიშა მეგრელიშვილის და გიგი გეგელაშვილის ტრიოს პირველმა კონცერტმა, სადაც გიგი დედალამაზიშვილის ათამდე საავტორო სიმღერა შესრულდა, დაუდო სათავე ჯგუფ „მგზავრების“ აგერ უკვე ოცწლიან ისტორიას. ამ ხნის მანძილზე შეიქმნა რვა სრული ალბომი და არაერთი ცალკეული სიმღერა, რომელიც ძალიან შეიყვარა როგორც ქართველმა ასევე უცხოელმა მსმენელმა.
გიგის და მიშას გარდა დღეისთვის (2011 წლიდან) „მგავრებში“ ირიცხებიან: დავით უგრეხელიძე (კლავიში), ლაშა დოხნაძე (ვოკალი და დასარტყამი), დათო გოგელია (ბას გიტარა), ბეჟუ ამირანაშვილი (ფანდური, ჭუნირი, გიტარა), გუგა კუბლაშვილი (ფლეიტა, საყვირი).