My Equinox Divine - მანჩო კოხრეიძე

25 დეკემბერი 2021, 15:46 2763 ნახვა

My Equinox Divine - მანჩო კოხრეიძე

პროექტი My Equinox Divine აქტიური და მრავალფეროვანი მუსიკალური კარიერის მქონე სიმღერების ავტორისა და ვოკალისტის, მანჩო კოხრეიძის ახალი წამოწყებაა, რომელსაც მეუღლესთან, მუსიკოს არჩილ ბედიაშვილთან ერთად უძღვება.

მანამდე კი, 2000-იანების დასაწყისიდან იყო სოლო, ალტერნატიული მიმართლების პროექტი „მანჩო კოხრეიძე“, შემდეგ მეტალ ბენდი P.I. Light, რომელმაც უცხოურ მეტალ წრეებშიც მიიქცია ყურადღება და ასევე მუდმივი ექსპერიმეტები ხმასთან და ჟანრებთან.
ახალი პროექტის My Equinox Divine ჟანრობრივი  დიაპაზონიც საკმაოდ ფართეა  - ინდი ელექტრონიკა, სინთი პოპი, ტრიპ -ჰოპი თუ ემბიენთი.