Pitter J

19 მარტი 2022, 15:11 1913 ნახვა

Pitter J

Pitter J - ამ ახალგაზრდა ჯგუფის მოქმედების არეალი საკმაოდ ვრცელია - ალტერნატიული როკი, დრიმ პოპი, ინდიტრონიკა, ემბიენთი...
როგორც თვითონ ამბობს, მუსიკაში „არსაიდან“ მოსულმა ია წულაძემ (ვოკალი, კლავიშებიანი ინსტრუმენტი), ჯერ უმცროსი ძმა ლაშა აიყოლია (რომელიც დასარტყამ ინსტრუმენტს მიუჯდა), შემდეგ თანდათან შემოიკრიბა მუსიკალური თანამოაზრეები და საკუთარი ინგლისურენოვანი სიმღერების  წერას შეუდგა. რამდენჯერმე შეცვლილ შემადგენლობაში დღეს-დღეისობით ირიცხებიან ბას გიტარისტი არჩილ ჩხეტია და გიტარისტი საბა ქასრაშვილი. ჯგუფის სრულუფლებიან წევრია ილას მეუღლე თამარა ჯაჭვლიანი, რომელიც პროდიუსერის და მენეჯერის ფუანქციას ითავსებს. Pitter J საინტერესო ჟღერადობით და მუსიკალური კონცეფციით მეტად ორიგინალურად წარმოდგება თანამედროვე ქართულ ალტერნატიულ სცენაზე.