ჯგუფი „ჩვენება“ I  VAQO-ს ახალი სიმღერები

02 ივნისი 2025, 12:31 116 ნახვა

ჯგუფი „ჩვენება“ I  VAQO-ს ახალი სიმღერები

ჯგუფი „ჩვენება“

 

ინდი მიმართულების „ჩვენება“ 2022 წელს, მუსიკის ერთად შექმნის სურვილით არჩილ მამასახლისმა და ირაკლი გელაშვილმა ჩამოყალიბეს. მალევე მათ ექვსსიმღერიანი მცირე ალბომი „გარდამავალი დებულებები“ ჩაიწერეს და გამოაქვეყნეს. მეტი მრავალფეროვნების მისაღწევად ბიჭებმა ჯგუფის შემადგენლობის შევსებაზე იზრუნეს და დაიმატეს ბას გიტარაზე ELI და დრამზე ლუკა ჯლატიაშვილი. თუმცაღა, ოთხეული მალევე დატოვა ირაკლიმ და „ჩვენება“ ტრიოს შემადგენლობით გაგრძელდა. შეიცვალა მუსიკალური სტილისტიკა  - გამოაკლდა კლასიკური როკის ელემენტები და შეიძინა პოსტ პანკის, შუგეიზის  ჟღერადობა. მიმდინარე წლის მარტში „ჩვენების“ მეორე სრული ალბომი Counter Clockwise გამოქვეყნდა.
 

 

VAQO & ვახტანგ ქანთარია

სახელი VAQO და მის მიღმა მდგომი მუსიკოსი ვახტანგ ქანთარია მსმენელისთვის უკვე კარგად არის ნაცნობი - 2018 წლიდან დაწყებული სოლო კარიერა აქამდე გრძელდება. ამ ორი სახელით, ფსევდონიმით VAQO და საკუთარი ვახტანგ ქანთარია ეს მუსიკოსი ორ განსხვავებულ ხაზს ანვითარებს და საკმაოდ ნაყოფიერად: დღემდე ამ ორ სახელქვეშ 15 ალბომი და 40მდე სინგლი აქვს გამოქვეყნებული.
ერთ-ერთმა გამორჩეულად თვითმყოფადმა თანამედროვე ქართველმა მუსიკოსმა წელს აპრილიდან მოყოლებული ამ სიას კიდევ რამდენიმე სინგლი შემატა.