Saphileaum  (ანდრო გოგიბედაშვილი)

24 ოქტომბერი 2022, 11:54 2056 ნახვა

Saphileaum  (ანდრო გოგიბედაშვილი)

ანდრო გოგიბედაშვილი იმ ახალგაზრდა თაობის მუსიკოსთაგანია ვისი მუსიკალური მოქმედების არეალი ელექტრონული მუსიკაა, თუმცა არც ისე ტრადიციული, სტერეოტიპული ჩარჩოებით.
არტისტს 10 ალბომი და საერთო რაოდენობით 6 სინგლი და EP აქვს გამოქვეყნებული. მას აქვს ნამუშევარი კინო მუსიკის მიმართულებითაც.
ანდროს ერგო პატივი და მისი ერთ-ერთი კომპოზიციის (Cosmic Lake Transparency) ნაწილი გახდა მეორე ქართული წარმოშობის მუსიკალური ნიმუში, რომელიც კოსმოსში გაიგზავნა.
Saphilium ანდროს ამჟამინდელი არტისტული ფსევდონიმია - მანამდე კიდევ
იყო და არის Marquess Evergreen მარადმწვანე მარკიზი - ფსევდონიმი მედიტაციური მუსიკის და ზღაპრების (იგავების) საწერად და
Farewell Warm Fields.