ლადუკა ნინუა (Oimactta, Sevda, OTHR)

29 ოქტომბერი 2022, 14:30 1623 ნახვა

ლადუკა ნინუა (Oimactta, Sevda, OTHR)

Oimactta, სევდა, OTHR მუსიკალურ პროდიუსერ ლადუკა ნინუას პროექტები გახლავთ. ისინი განსაკუთრებით ელექტრონული და საკლუბო მუსიკის მოყვარულებისთვისაა ცნობილი. თუმცა მარტო ამ პროექტების  შინაარსი ლადუკას სტილისტურ უსაზღვრობას უსვამს ხაზს.
მუსიკოსის ამჟამინდელი პროექტით OTHR ელექტრონული საცეკვავო მუსიკის, ზოგადი სახელით ტექნოს სპეციფიური მიმართუელბას Industrial Dance-ს განეკუთვნება. იგი მიღებულია როგორც ადგილობრივ (არტისტი საერთაშორიშო აღიარების თბილისური კლუბ „ხიდის“ რეზიდენტია), ასევე უცხოურ კლუბებში.
ეს აღიარება მუსიკალურ ლეიბლებსაც ეხება.
და ეს არ არის ყველაფერი - ლადუკა ნინუა საკუთარ მუსიკალურ, საავტორო შესაძლებლობებს მსმენელს კიდევ ერთი საინტერესო პროეტით NVRC აცნობს.