ზუმბა - ზაზა კორინთელი

12 ნოემბერი 2022, 13:23 1593 ნახვა

ზუმბა - ზაზა კორინთელი

ზუმბა, იგივე ზაზა კორინთელი ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთ მკაფიო და ორიგინალურ ფიგურაა. მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, რომელმაც მთელი შემოქმედებითი ენერგია ქართული ეროვნული კულტურული მახასიათებლების გადააზრებას და მათ დასავლური ფასეულობებთან დაახლოებას მოახმარა.
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, იმდროინდელ წინააღმდეგობებთან ჭიდილის ფონზე, დღევანდლამდე იგი საშემსრულებლო თუ საავტორო ხელოვნების სრულყოფას უძღვნის თავს. შედეგად ქართული ფულკლორით და მსოფლიო მუსიკით გაჭერებული არაერთი ნამუშევარი შექმნა მუსიკალური ალბომების სახით: „ევრორემონტი“, „ადილა“, „მულტიტესტი“ და სხვა.
ზუმბა ასევე ასოცირდება ქვეყნის და არამხოლოდ ლოკალურ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ ღონისძიებასთან „არტ-გენთან“.