Duck Tape

19 დეკემბერი 2022, 11:55 1965 ნახვა

Duck Tape

2013 წლის სადებიუტო კლიპით Hey You! სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარმა ჯგუფმა Duck Tape ალტერნატიული მუსიკის მოყვარულებზე მეტად კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 2015 წელს სადებიუტო ალბომ GrowingUp-ის გამოცემის შემდეგ Tbilisi Open Air-ის სცენაზეც ვიხილეთ ეს ენერგიული ოთხეული: გიორგი ხვიტია, გივიკო გაბუნია, ლუკა გორგოძე და გიორგი ყაზარშვილი.
ჯგუფმა აქამდე ნაწილობრივი დაშლაც მოასწრო. თუმცა ერთად მუსიკის დაკვრის და ქმნის სურვილმა ბიჭები მალევე შეკრიბა და 2020 წელს EP Based on a True Story გამოსცეს კიდეც.
ბოლო ერთი წლის მანძილზე გამოცემულ ორ სინგლში Phone Call და Cherry განსაკუთრებით საგრძნობია ახალგაზრდა მუსიკოსების ჟანრობრივი და პროფესიული ზრდა.