Circus Mircus

07 იანვარი 2023, 13:33 1598 ნახვა

Circus Mircus



2020 წლის პანდემიის პიკზე მყოფ ქვეყანაში, როდესაც თითქოს მუსიკისთვის არავის „ცხელოდა“, ნოემბრის თვეში გამოჩნდა ახალი ჯგუფი Circus Mircus. ჯგუფის ინკოგნიტო სამი წევრი, იაპონური კაბუკის თეატრისა და  საცირკო ნიღბებით ვიდეო მიმართვითაც გაგვეცნო - გიტარისტი, პიანისტი, ვოკალისტი ბელგიელი იგორ ფონ ლინხენშტაინ, დრამერი და ვოკალისტი წარმოშობით სომეხი ბავონც გევორქიან, ბასისტი და ვოკალისტი ბერძენი დამოკლეს სტავრიადის. ლეგენდაც შეითხზა ჯგუფის შექმნის შესახებ.
თუმცა ეს ინკოგნიტობა დიდხანს ვერ შენარჩუნდა და გაცხადდა ჯგუფის რეალური წევრების ვინაობა: ნიკა კოჩროვი (Young Georgian Lolitas), გიორგი სიხარულიძე (Afternoon Version) და სანდრო სულაქველიძე (St. Nudes). მათ მოგვიანებით სანდროს ძმა არჩი სულაქველიძე შეუერთდათ. და კიდევ ერთხელ
შემადგენლობა გასულ გაზაფხულს ევროიზიის კონკურსისთვის მზადების პერიოდში შეიცვალა - გიორგი სიხარულიძემ ჯგუფი დატოვა. დარჩნილმა ტრიომ შემადგენლობის შესავსებად შოთა დარახველიძე დაიმატა.
პანდემიის პერიოდში გართობით დაწყებული ეს პროექტი დღეს სერიოზული გეგმებით აგრძელებს მსმენელის მოხვეჭას, როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში.