დილის რადიო

12 იანვარი 2023, 10:43 3507 ნახვა

დილის რადიო

12 იანვარი 2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,

დღის კალენდარი,

რუბრიკა კინომუსიკა :გიორგი შენგელაიასა და მიხეილ ჭიაურელის ფილმი „სიყვარული ყველას უნდა“ და კომპოზიტორ იოსებ ბარდანაშვილის მუსიკა 

ბათუმის სპორტის სასახლეში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა,სადაც 61 კგ.წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი აჭარის ნაკრების წევრი შოთა ფარტენაძე გახდა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს რამაზ თურმანიძე დასჯერდა, ხოლო 97 კგ.ში გამოსვლა ვერცხლის მედლით მამუკა კორძაიამ დაასრულა.

სტუდიაში გვეწვია ანზორ ლაზიშვილი - აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი . ტელეფონით პირდაპირ ეთერში გვერთვებოდა შოთა ფარტენაძე-61 კგ.წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი,

რატი რატიანის რუბრიკა „დაუსრულებელი ფლეილისტი“ გასული წლის მიწურულს გამოსულ ახალ ალბომს  ეთმობა, რომელიც ფრანგულმა კოლექტივმა ლა ფემიმ წარმოადგინა