დილის რადიო

11 დეკემბერი 2025, 10:21 60 ნახვა

დილის რადიო

11 დეკემბერი  ხუთშაბთი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ამინდის პროგნოზით კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება და ასევე მთის საერთაშორისო დღის მიზანსა და მნიშვნელობაზეც ისაუბრებს , რომელიც დღეს აღინიშნება

11 დეკემბრით დათარიღებულ სხვა საინტერესო ფაქტებსა და მოვლენებზეც ვისაუბრებთ დღეს დილის რადიოში

#სპორტის სიახლეებს ტრადიციულად სეო წილოსანი გაგვაცნობს #ბათუმი კიბერსპორტში აჭარის ჩემპიონატს უმასპინძლებს.ჩემპიონატი FC26 და Counter-Strike2-ის დისციპლინაში გაიმართება. რეგისტრაცია უფასოა და 14 დეკემბრამდეა შესაძლებელი.

#დილის რადიოს სტუმარი : გიორგი ნემსაძე - აჭარის კიბერსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი

# 11 დეკემბერი — ელიზაბეთ ფრეიზერის დაბადების დღეა.# რატი რატიანის რუბრიკაში „დაუსრულებელი პლეილისტი’’ დღეს „Teardrop“-ს ვუსმენთ, სიმღერას, რომელიც სიტყვებზე უფრო მეტად გულის ხმებს ეყრდნობა

# 11 დეკემბერი ბრონქულ ასთმასთან ბრძოლის მსოფლიო დღეა დილის რადიოს სტუმარი: მეგი ხაბაზი -ალერგოლოგ იმუნოლოგი 

#ბავშვობის მეგობრობა ყველასთვის განსაკუთრებული კავშირია, მაგრამ ზოგჯერ ეს ურთიერთობა ვერ აღწევს ზრდასრულ ასაკამდე ანო ცისკარიძის სიუჟეტიდან გავიგებთ როგორ იცვლება ეს კავშირი და რას გრძნობენ ადამიანები თავიანთი ბავშვობის მეგობრების მიმართ.

(ჩართვა ტელევიზიაში) არტსტუდია და სოციალური საწარმო „ანდამატი“, სადაც შთაგონება, წარმატებები და ახალი შესაძლებლობებია . ახლახან ქალ ბიზნესმენთა ასოციაციამ „ანდამატის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ლია კასპელაშვილი გამარჯვებულად დაასახელა ნომინაციაში ‘გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში“

#დილის რადიოს სტუმრები : ლია კასპელაშვილი - არტ სტუდია და სოციალური საწამო „ ანდამატი“-ს დამფუძნებელი და დირექტორი მარიამ მიქელაძე- „ანდამატის“ აბიტურიენტის პროგრამის მოსწავლე ლილუ ხვიბლიანი „ანდამატი“-ს კურსდამთავრებული , ამჟამად სოციალურ საწარმო „ანდამატ“-ში დასაქმებული

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად 

გადაცემის მიწურულს კი კობა ფარტენაძისგან დღევანდელი და მომდევნო დღეების ამინდის უტყუარ პროგნოზს გავიგებთ