Process

13 თებერვალი 2023, 11:27 2057 ნახვა

Process

ეს ახალბედა ჯგუფი (არასრული ერთი წელია რაც არსებოს) რუსთავიდან ინდი როკ მიმართულებისა გახლავთ. გარაჟ როკი, პოსტ-პანკი, პოსტ ბრიტ-პოპი - ეს ჯგუფის მუსიკალური პალიტრის სახასიათო „ფერებია“. თუმცა ვოკალისტი და ლიდერი ცოტნე იოსებაშვილი, როგორც სიმღერების ავტორი მხოლოდ ამ მიმართელებებით არ იზღუდავს თავს. მის გარდა ჯგუფში ირიცხებიან დათი ქიმერიძე (გიტარა/ხმის ინჟინერი), ლუკა ქიმერიძე (სოლო გიტარა), საბა ზაქარეიშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტი) და ლუკა ქოქუაშვილი (ბას გიტარა).
ახალბედა ჯგუფმა უკვე მოასწრო შარშანდელ ფესტივალებზე „თბილისი ოფენ ეარ“ და „როკვა“ მონაწილეობის მიღება.