დილის რადიო

07 აპრილი 2023, 10:29 4512 ნახვა

დილის რადიო

7 აპრილი 2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,  

დღის კალენდარი,

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა ,სადაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ითამაშა. შედეგიდან გამომდინარე კი საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. როგორ ჩაიარა კონტინენტის პირველობამ და რა მიზნები ექნება ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ?

დილის რადიოს სტუმარი: ბაჩი დუმბაძე - საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრების მეკარე

სოფო დარჩიას რუბრიკაში  "გოგონა დიქტოფონით"  დღეს გაიცნობთ მეგი დგებუაძეს , რომელიც ერთ-ერთია მათ შორის,ვინც ჩვენი ქალაქის სისუფთავზე ზრუნავს. 

დღეს ჯანმრთლობის მსოფლიო დღეა ჩვენი და ჩვენი პლანეტის ჯანმრთელობა განუყოფლად არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ჯანმრთელ პლანეტაზე ჯანმრთელი საზოგადოების შექმნის აუცილებლობა სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება.

დილის რადიოს სტუმარი: აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე