ევროპის იმუნიზაციის კვირეული
# „კონტაქტი
24-30 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ეგიდით ევროპის იმუნიზაციის კვირეული იმართება. იმუნიზაციის კვირეულის მთავარი მიზანი პროფილაქტიკურ აცრებზე , როგორც ინფექციური დაავადებებისგან უალტერნატივო პრევენციაზე, საზოგადოების ინფორმირებულობაა.
2023 წლის ევროპის იმუნიზაციის კვირეულის თემაა „პრევენცია, დაცვა, იმუნიზაცია“.
დღევანდელი, 25 აპრილის გადაცემაში ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მნიშვნელობასა და რეგიონში დაგეგმილ ღონისძიებებზე ვისაუბრეთ .
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი.