დილის რადიო

19 ივლისი 2023, 10:26 4234 ნახვა

დილის რადიო

19  ივლისი   2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესთან ერთად 

დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,  

დღის კალენდარი-19  ივლისით დათარიღებული ფაქტები და მოვლენები

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად აჭარის 14-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებებმა საქართველოს ჩემპიონატებში წარმატებით იასპარეზეს. აჭარის ნაკრების პირველი გუნდი A ლიგის ბრინჯაოს მედლის მფოლობელია , ხოლო მეორე გუნდმა C ლიგის ჩემპიონის თასი აღმართა.

დილის რადიოს სტუმარი: ჯაბა ბაქრაძე - აჭარის 14-წლამდე კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ბავშვის კანის მოვლა  -დღეს ამ თემას ეთმობა თამთა სულაბერიძის რუბრიკა “პროფესია -მშობელი“

ქედის მედიათეკა 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს იწვევს სემინარზე "მგორავ ქვას ხავსი არ მოეკიდება"("A Rolling Stone Gathers No Moss" ) მონაწილეობა უფასოა, რეგისტრაცია კი სავალდებულო

დილის რადიოს სტუმარი: ასმათ გორგილაძე -მაღალმთიანი აჭარის ვიზუალური განათლების ცენტრის - ქედის მედიათეკის ადგილობრივი კოორდინატორი (სატელეფონო)

მზადება პრემიერისთვის ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი 30 ივლისს გიწვევთ ფოლკ-ოპერაზე “დაკარგული გზების სიზმარი “ იდეის ავტორი და რეჟისორი ვლადისლავ ტროიცკი

დილის რადიოს სტუმრები: ანრი გუჩმანიძე და ნუკრი ბერიძე -ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის სოლისტები

აბრები, რომელიც საინტერესო ფაქტებს ინახავს ბათუმის წარსულზე ----ამ თემას ეთმობა დღეს თამარ ორაგველიძის რუბრიკა „ბათუმური დღიურები“