ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა (Georgian Musica Lagacy Collection)

02 ოქტომბერი 2023, 14:53 806 ნახვა

ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა (Georgian Musica Lagacy Collection)

„Georgian Music Legacy Collection-ის ინიციატივა დამოუკიდებელი საქართველოს მუსიკალურ პერსპექტივას ეხმიანება. ჩანაწერებს, რომლებიც ჩაწერის პერიოდის, ქვეყნის თუ ჯერ კიდევ არ არსებული მუსიკალური ინდუსტრიის მდგომარეობის გათვალისწინებით, მსმენელის ყურადღების მიღმა დარჩა, თუმცა მუსიკალური, სოციალური თუ კულტურული ღირებულებით დღესაც თანამედროვე და ფასეულია.“ -

ამ ინიციარივის მიღმა მუსიკაზე უზომოდ შეყვარებული ორი ადამიანი დგას: ნათია სართანია, იგივე sTia და ჯაბა შავიშვილი.
ამ ლეიბლის ეგიდით უკვე გამოიცა გასული საუკუნის 90იანებიდან 2000იანების პირველ ნახევრამდე შექმნილი მუსიკა: Mother on Mondays (1994 წლის ალბომი Friends), მჟავა Message (1998 წლის „მჟავა Message“), Yong Georgian Lolitaz (2003 წლის Lemonjuice), Georgian Dance Empire (1993 წლის ალბომი) და „შავი პრინცი და ძებნილები“ (1995 წლის „იძებნება“)