გურამ ცაგარეიშვილი

21 ოქტომბერი 2023, 13:59 907 ნახვა

გურამ ცაგარეიშვილი

გურამ ცაგარეიშვილი ახალი თაობის სიმღერების ავტორი და მუსიკის პროდიუსერი გახლავთ. როგორც თავად ამბობს, მისი მუსიკასთან დაახლოება გარდა უცხოელი არტისტებისა, ქართული ალტერნატიული მუსიკალური სცენის ისეთმა „უხუცესებმა“ განაპირობეს, როგორებიც არიან გია თოიძე (ჯგუფი „წერილი“), რობი კუხიანიძე (ჯგუფი „აუთსაიდერი“), ლადო ბურდული (ჯგუფი „რეცეპტი“).
ამ მუსიკოსებისგან შექმნილი გარკვეული ტრადიციის კვალდაკვალ გურამი ქართულენოვან პოსტ-პანკ მიმართულების სიმღერებს ქმნის საკუთარი ხელწერით. მის აქტივშია ჯგუფების „მინუსის“ და Komma-ს ალბომები.
ამ ეტაპზე
„გურამ ცაგარეიშვილი“ ეს მუსიკოსის სოლო პროექტი გახლავთ.