დილის რადიო

17 ნოემბერი 2023, 10:39 1064 ნახვა

დილის რადიო

17  ნოემბერი  2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება, გადაცემის ანონსი 

ამინდის პროგნოზი 

ინფორმაციები , რომელიც დღის დაგეგმვაში დაგეხმარებათ 

მოვლენები და ფაქტები, რომელიც 17 ნოემბრითაა დათარიღებული დღეს სტუდენტთა საერთაშორისო დღეა 17 ნოემბერს, მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება დღენაკლულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

დღეს გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 132 წელი შესრულდა , 5 რადიო აჭარის ოქროს ფონდიდან გალაკტიონის ხმის ჩანაწერს შემოგთავაზებთ, რომელიც 1953 წელსაა გაკეთებული

17 ნოემბრით კიდევ არაერთი ფაქი და მოვლენაა დათარიღებული , მათ შესახებაც ვისაუბრებთ და გადაცემის მსვლელობისას იმ მუსიკალურ კომპოზიციებს შემოგთავაზებთ, რომელთა შემსრულებლებს დღეს დაბადების დღე აქვთ 

ლენა ჭაღალიძის რუბრიკაში „მოკლე ისტორიები“ დღეს მეწაღე რამაზ მურუსიძეს შეხვდებით

დღევანდელ გადაცემაშიც დიდი დოზით იქნება წარმოდგენილი სპორტის სიახლეები , რომელთაც სეო წილოსანი გაგვაცნობს

სტუდენტთა საერთაშორისო დღეს და პოეტთა მეფეს-გალაკტიონს ეძღვნება ღონისძიება ,,სტუდ-არტი“, რომელიც დღეს აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიმართება

დილის რადიოს სტუმარი: თენგო დოლიძე-აჭარის ხელოვნების მუზეუმის მმართველი

19 ნოემბერს ბათუმში საყმაწვილო, სასკოლო დასების რიგით მესამე თეატრალური ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ იწყება

დილის_რადიოს სტუმრები მიხეილ გაბაიძე - ფესტივალის „პირველი ავტოგრაფი“ დირექტორი და პეტრე ჩარგეიშვილი - სამხატვრო ხელმძღვანელი 

საშემოდგომო გამოფენა ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის გალერეაში

დილის რადიოს სტუმარი: გურამ ფუტკარაძე-სამხატვრო სკოლის დირექტორი

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად