ვნება /გოჩა აბაშია/ და ანუშკა ჩხეიძე /ახალი ალბომი/

26 ნოემბერი 2023, 12:45 530 ნახვა

ვნება /გოჩა აბაშია/ და ანუშკა ჩხეიძე /ახალი ალბომი/

ჯგუფი „ვნება“ გასული საუკუნის 80-90-იანების ქართულ (თბილისურ) მუსიკალურ სცენას წარმოადგენს - თუმცა, მიუხედავად იმისა რომ ჯგუფი პოპულარულ ჟანრის მუსიკას (ფანკი, სოფთ როკი, პოპ როკი) და თან ქართულ ენაზე ქმნიდა, მაინც ნახევრად ანდერგრაუნდში არსებობა უწევდა (ისევე როგორც იმ დროის ბევრ ჯგუფსა და მუსიკოსს, რომლებიც ოფიციალურად არ იყვნენ დარეგისტრირებული იმჟამინდელ საბჭოურ მუსიკალურ გაერთიანებაში).
ჯგუფის იდეა ჯერ კიდევ 1975 წელს სკოლის მოსწავლე გოჩა აბაშიას და მის მეგობრებს ავთო თაბუკაშვილს, სერგო დალაქიშვილს, ზურაბ ჩიჩუასა და სოსო ჭიკაიძეს  გაუჩნდათ. დროდადრო ეს შემადგენლობა და ჯგუფის სახელიც იცვლებოდა და უკვე 1993 წელს გაჩნდა „ვნება“. ასე ცვალებადი შემადგენლობით ჯგუფმა 2016 წლამდე იარსება. რის შემდეგაც ჯგუფის ლიდერმა მუსიკოსმა და სიმღერების ავტორმა გოჩა აბაშიამ დამოუკიდებელი კარიერა განაგრძო. 
მას დღემდე, გარდა „ვნებას“ რეპერტუარისა შექმნილი აქვს მუსიკა სხვა შემსრულებელთათვის და კინო მუსიკა.

 

 

ანუშკა ჩხეიძე ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთ პროდუქტიული და წარმატებული მუსიკოსი და პროდიუსერი გახლავთ. იგი ელექტრონული მუსიკის მიმართუელბთ მუშაობს - ქმნის სტილისტურად მრავლაფეროვან მუსიკას.
სულ ახლახანს მის დიკოგრაფიას, რომელიც სამ სოლო ალბომსა და რამდენიმე სინგლს მოიცავს (და ასევე კოლაბორაციულ ნამუშევრებს) კიდევ ერთი მცირეზომის ალბომი Lost Luggage შეემატა.