Circus Mircus – Furore/Fiasco და Eko & Vinda Folio - თავშეკავება

03 დეკემბერი 2023, 16:34 983 ნახვა

Circus Mircus – Furore/Fiasco და Eko & Vinda Folio - თავშეკავება

Circus Mircus – Furore/Fiasco

ჯგუფ Circus Mircus-ს წარგენა უკვე აღარ სჭირდება - 2020 წლის პანდემიისა და ლოქდაუნის პირობებში გამოცდილი და ცნობილი ქართველი ალტერნატიული მუსიკოსების ამ თავშესაქცევმა 3 წლის მანძილზე უკვე სერიოზული სახე მიიღო -  ევროვიზიის კონკურსშიც ჩაერთო და  დიდი საკონცერტო სივრცეების შევსებასაც ახერხებს.
ჯგუფში დღესდღეისობით ერთიანდებიან: ნიკა კოჩაროვი, სანდრო სულაქველიძე, არჩი სულაქველიძე და შოთა დარახველიძე.
მიუხედავად უკვე სამწლიანი ისტორიისა, ჯგუფმა მხოლოდ  ახლა გამოსცა სადებიუტო ალბომი
Furore/Fiasco.

 

Eko & Vinda Folio - თავშეკავება
 

დუეტს Eko & Vinda Folio, რომელსაც ერეკლე დეისაძე და თემო ეზუგბაია ქმნიან, ახალი ნამუშევრების გამოქვეყნებაში აჩქარება არ სჩვევია - ასე იყო სადებიუტო ალბომ „თერაპიის“ შემთხვევაში, რომელიც დაარსებიდან 7 წლის თავზე გამოიცა და ახლაც, ნახსენები ნამუშევრის გამოცემიდან 4 წლის დაშორებით გამოსცა მეორე. ალბომში „თავშეკავება“ 10 სიმღერაა, საკმაოდ არაერთგვარი სტილისტურად, განწყობით და შინაარსით. დუეტის პოსტპანკს მიჩვეულ მსმენელს აქ არაერთი სტილისტური ექპერიმენტი ხვდება.