დილის რადიო

21 დეკემბერი 2023, 10:37 1836 ნახვა

დილის რადიო

21 დეკემბერი  2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება, გადაცემის ანონსი 

ამინდის პროგნოზი 

21  დეკემბრით დათარიღებულ საინტერესო ფაქტებს და მოვლენებს გაგაცნობთ. 

დღეს ზამთრის მზებუდობაა, დღეს ქართულ სინამდვილეში პირველი ქალი ლოტბარის და ხალხური სიმღერის უბადლო შემსრულებლის მარო თარხნიშვილის დაბადებიდან 132 წელის შესრულდა, მის სიმღერას მოვისმენთ დილის ეთერში  21 დეკემბრით დათარიღებულ სხვა ფაქტებსაც გაგაცნობთ

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად 

რა დატვირთვა აქვს წყალს ჩვენი ორგანიზმისთვის -ამ თემას ეთმობა დღეს სოფო დარჩიას რუბრიკა „რადიორჩევები“ 

რა შესაძლებლობებს სთავაზობს კლუბი „ჩაერთე მართვაში“ მასში გაწევრიანების მსურველებს კამპანიას ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი , USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.

დილის რადიოს სტუმარი: ნათია აფხაზავა-სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი (სატელეფონო ჩართვა)

დღევანდელ გადაცემაში არტ-სტუდია ანდამატისა და არქეოლოგიური მუზეუმის ერთობლივი პროექტის-საახალწლო გამოფენის შესახებ ვისაუბრებთ .

დილის რადიოს სტუმრები: ემზარ კახიძე არქეოლოგიური მუზეუმის მმართველი და ლია კასპელაშვილი-ხელოვნებათმცოდნე , არტ-სტუდია ანდამატის ხელმძღვანელი

ახალ წლამდე სულ ცოტა დრო დარჩა. საახალწლო ჰიტებს ეთმობა დღეს რატი რატიანის რუბრიკა „დაუსრულებელი პლეილისტი“

რა სიახლეებია დაგეგმილი 2024 წელს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით დილის რადიოს სტუმარი; მარი ზანაქიძე -აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

სპორტის სიახლეები სეო წლოსანთან ერთად

ამინდის პროგნოზი