Will Kolak - წრე

20 იანვარი 2024, 15:11 1454 ნახვა

Will Kolak - წრე

Will Kolak
 

ახალგაზრდა თაობის მუსიკოსმა, ვოკალისტმა და გიტარისტმა თორნიკე ცორიკიშვილმა ჯგუფ Scrach the Floor-ის დაშლის შემდეგ (ეს ნიუ-მეტალ მიმართულების ჯგუფი რვა წელი არსებობდა) ბასისტ ირაკლი ბრეგვაძესთან ერთად, რომელთანაც ამ ყოფილი ჯგუფის გარდა გარაჟ-როკისადმი სიყვარული ჰქონდა საერთო, ახალი მუსიკალური იდეების განხორციელებას შეუდგა.
მუშაობის პროცესში დრამერის საჭიროება წარმოიშვა და მათ გიგი ჯღარკავა შეურთდათ - ასე შეიკრა ტრიო
Will Kolak. არასრული ერთ წლის ჯგუფმა უკვე მოასწრო Tbilisi Open Air-ის ახალბედა მონაწილეთა შესარჩევ Newcommers-ზე და შემდეგ თავად ამ ფესტივალზე გამოსვლა. 2023 წლის მიწურილს კი სრული ალბომი All My Friends and Enemies are Fine გამოსცა.

წრე

„წრე“ თითქმის ორი ათწლეულია არსებობს. ბავშვობის მეგობრებისგან შემდგარი პოსტ-პანკ, პოსტ-ბლექ მეტალ ჯგუფში ერთიანდებიან: მიშა ჯოხაძე (ვოკალი და სიმღერების ავტორი), გოგა შენგელია (ბას გიტარა), რატი შენგელია (გიტარა, ვოკალი, სიმღერების ავტორი) და ახლადშემატებული გიტარისტი თაზო კიკორია. რაც შეეხება ადგილს დასარტყამ ინსტრუმენტთან, მას სხვადასხვა ცოცხალი შესრულებისთვის, სხვადასხვა მეგობარი დრამერი იკავებს, რადგან ჯგუფის უხუცესი დრამერი ლევან ჯანელიძე ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება.
მიუხედავად არსებობის დიდი ხნისა „წრეს“ დღემდე ვერ მოუხერხდა რეპერტუარის სტუდიურ ალბომად შეკვრა. ეს სიმღერები, ერთი-ორ სტუდიურ და რამდენიმე დემო ჩანაწერს თუ არ ჩავთვლით ძირითდად ცოცხალი შესრულებების საშუალებით ვრცელდება და აღწევს მსმენელამდე.