DEENA (ელენე გიგანი) / DIDUBE RECORDS

28 იანვარი 2024, 14:42 397 ნახვა

DEENA (ელენე გიგანი) / DIDUBE RECORDS


 

Deena 19 წლის ელენე გიგანის სასცენო სახელია. სიმღერებში, რომელთაც ზედაპირული შეფასებით ჰიპ-ჰოპს მიაკუთვნებს მსმენელი (თუმცა არ შეიძლება ის ამ ჟანრის ჩარჩოებში მოვაქციოთ) ელენე მისი წრის, გარემოცვის და თაობის ენით საუბრობს იმაზე, რაზეც ახლა, ამ ასაკში ყველაზე მეტად ეფიქრება.
2022 წელს გამოქვყნებული სადებიუტო ალბომი Low Love გამორჩეულად დახვეწილი და ხარისხიანია, როგორც შესრულებით ასევე შინაარსით. ინგლისურენოვანი ლირიცისტის უნარებთან ერთად, Deena-ს ვოკალური შესაძლებლობებიც იქცევ ყურადღებას. 
მუსიკალური არანჟირების და პროდიუსინგის ნაწილზე „პასუხისმგებელი“ თბილისური ლეიბლი Didube Records გახლავთ. თითქოს გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსასვლელად და საკუთარი სათქმელის გამოსათმელად, მუსიკით გატაცებული ბავშვობის მეგობრების მიერ უბნის ერთ ძველ ავტოფარეხში შექმნილი ეს ჩამწერი სტუდია ხელს უწყობს და ეხმარება ახალგაზრდებს, ვისაც არ აქვთ საშუალება საკუთარი მუსიკალური მისწრაფებები სისრულეში მოიყვანონ. ამ დამოუკიდებელი ლეიბლის ბაზაზე არსებობს პროექტი-კომუნა MoonG, Boris The Blade და სხვა.