sTia - (ნათია სართანია)

04 თებერვალი 2024, 13:40 652 ნახვა

sTia - (ნათია სართანია)

წარმატებული კლასიკური პიანსტის კარიერის გზაზე  ნათია სართანია ლონდონში ცხოვრებისა და სწავლის პერიოდში ელექტრონული მუსიკის დაინტერესდა და მოიხიბლა. იმ დროიდან, 2000იანების დასაწყისიდან გადაწყვიტა თავადაც მოესინჯა შემოქმედებითი ნიჭი ამ მიმართულებით. მითუმეტეს, ოჯახურ ცხოვრებასთან და პირველი ვაჟის აღზრდასთან პიანისტის დატვირთულ ცხოვრებაზე მეტად, სწორედ საკუთარ მუსიკაზე მუშაობა უფრო თავსებადი აღმოჩნა. საშემსრულებლო გამოცდილება და კლასიკური მუსიკა არაპირდაპირად აისახებოდა ნათიას, არტისტული ფსევდონიმით sTia-ს იმ დროინდელ ინსტრუმენტულ კომპოზიციებში. ამ საწყისი ეტაპის ერთ-ერთი თვალსაჩინოება მუსიკოსის 2006 წლის სამტრეკინი სინგლი Somewhere Between Me And You gaxlavT.
sTia-ს ელეტრონულ მუსიკოსად „ნათლობა“  2007 წლის მუსიკაური დაჯილდოვების ცერემონიალზე „ელექტრონავტი“ შედგა, რის შემდეგაც რამდენადაც ეს იმდროინდელ თბილისში (თუ საქართველოში) შესაძლებელი იყო, აქტიურად განაგრძო მუსიკოსის კარიერა: გამოიცა კრებული Bell De Jour, შედგა რამდენიმე გამოსვლა თბილისის კლუბებში, რომელთაგან აღასაღნიშნია 2008 წლის კონცერტი სიმებიანი კვარტეტის და სასულე ინსტრუმენტების თანხლებთ.
2011 წლიდან შემექემედებითი მიმართულებით პასიურობის მიზეზი ნათია სართანაის ახალი წამოწყება გახდა - მან ჩამოაყალიბა კრეატიული განათლებსი სკოლასტუდია (CES), რომელიც აგერ უკვე 13 წელია მუსიკით, მისი წარმოებთ და ზოგადად შემოქმედებითი მიმართულებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს ცოდნას. ამ წამოწყებას მოყვა ორი ლეიბლის CES Records და „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“

ამ საქმიანობის პარალელურად მხოლოდ იშვიათად, მაგრამ მაინც ახერხებდა sTia საკუთარი მუსიკისთვის დროის გამონახვას, რის შედეგად შეიქმა და გამოქვეყნდა ათამდე სინგლი. და აი 2023 წელს ვრცელი ალბომის გამოცემაც მოახერხა - ეს გახლავთ Home.