დილის რადიო

29 თებერვალი 2024, 10:12 746 ნახვა

დილის რადიო

29 თებერვალი 2024 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი 

მისალმება , გადაცემის ანონსი

ამინდის პროგნოზი 

29 თებერვლით დათარიღებული ფაქტები და მოვლენები.

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

#დღეს 100 წელი შესრულდა ქართველი დრამატურგის, მწერლისა და ჟურნალისტის ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის დაბადებიდან , მისი პიესები სხვადასხვა ევროპული ქალაქის სცენაზე იდგმებოდა. ბატონი ალექსანდრე რადიო აჭარასთან წლების მანძილზე თანამშრომლობდა. ინტერვიუებში ამ წლებს ყოველთვის განსაკუთრებულ დატვირთვას ანიჭებდა , ერთ ფრაგმენტს შემგთავაზებთ მისი მოგონებიდან, ასეთი კი ძალიან ბევრია რადიოს ოქროს ფობდში

#ალექსანდრე ჩხაიძეს და მასთან ურთიერთობის საინტერესო ეპიზოდებს გაიხსნებენ ჩვენი სტუდიის სტუმრები : თამილა მეიშვილი-აჭარის დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, საპატიო ბათუმელი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი- მეტყველების კულტურის სპეციალისტი და მარინა ხუხუნაიშვილი-აჭარის დამსახურებული არტისტი

#მსოფლიოში ნომერ პირველ ორღანის შემსრულებელ და ატმოსფეროს გამზიარებელ კალი მალოუნს გაგვაცნობს დღეს რატი რატიანი რუბრიკაში „დაუსრულებელი პლეილისტი“

#რა უნდა ვიცოდეთ ხელოვნური რუჯის მიღებისას -სოფო დარჩიას რუბრიკა რადიო რჩევები დღეს ამ თემას ეთმობა

#რუბრიკის სტუმარია დერმატოლოგი ხატია ბერიძე 

# "არტ-ოდისეა" -თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების გამოფენა ხელოვნების მუზეუმში

# დილის რადიოს სტუმარისტუმარი: რატი ჩიბურდანიძე- ხელოვნებათმცოდნე

სპორტის სიახლეები

ამინდის პროგნოზი