ჩემი ალტერნატივა Post Industrial Boys _ Vinme Luka

04 მარტი 2024, 12:23 530 ნახვა

ჩემი ალტერნატივა Post Industrial Boys _ Vinme Luka

Post Industrial Boys – 1971

გოგი ძოძუაშვილმა მრავალწლიანი (1990-იანებიდან დაწყებული დღემდე) შემოქმედებითი კარიერის მანძილზე საკუთარი მსმენელთა დიდი წრის შემოკრება შეძლო, როგორც სამშობლოში ასევე მის საზღვრებს მიღმა. ეს წრე დიდი ინტერესით ხვდება საყვარელი მუსიკოსის ყოველ ექსპერიმენტს, მისი ნებისმიერი პროექტის სახით - იქნება ეს „გოგი ძოძუაშვილი“ თუ Post Industrial Boys თუ სხვა (მაგალითად: GRB3).
ეს ახალი, თითქმის ბიგრაფიული ალბომიც „1971“ კიდევ ერთი ექსპერიმენტია, განსაკუთრებით ტექსტების მხრივ, რომელთა მსგავსი, როგორც თავად გოგი ამბობს, აქამდე არ დაუწერია.

 

 

Vinme Luka

ვინმე ლუკა  -
ასეთი ფსევდონიმი აურჩევია 22 წლის დამწყებ მუსიკოს ლუკა ლომიძეს, რომელიც მშობლიურ ხაშურში როგორც თავად ამბობს თავისთვის წერს მუსიკას. ზოგადად მუსიკით ლუკა მხოლოდ 15-16 წლისა დაინტერესდა და მობილური ტელეფონის აპლიკაციის საშუალებით თხზავდა ემბიუნტური მიმართულების კომპოზიციებს. მოგვიანებით ელექტრო და შემდეგ აკუსტიკური გიტარით დაინტერესედა. სწორედ გიტარაზე პრაქტიკული მეცადინეობისას მოაფიქრდა ეს აკორდები ადრე დაწერილი ლექსისთვის მიესადაგებინა. ასე გაჩნდა ლუაკს პირველი სიმღერა „სასაუზმე რელსებთან“.
ლექსების წერის ადრეული გამოცდილებით ამ სიმღერას კიდევ არაერთი შემატა და ასე გაჩნდა „ვინმე ლუკას“ ალბომი „სიმღერები“.
მარტივი, პრიმიტიული, გულუბრყვილო ტექსტებით ახალგაზრდა ავტორი ხაშურის სევდიანი პეიზაჟების „მოსამენად“ განგაწყობს.