TAMADA - Mannerist Musician (გიორგი გიორგაძე)

09 მარტი 2024, 16:56 1271 ნახვა

TAMADA - Mannerist Musician (გიორგი გიორგაძე)

TAMADA
 

ლაშა ჩხაპელია, მუსიკოსი რომელიც პროექტ Tamada-ს მიღმა დგას, ათწლეულზე მეტია მუსიკით არის დაკავებული. ამ ხნის მანძილზე მან არაერთი მუსიკალური სტილი მოსინჯა და ამ პროცესში მეტად თვითმყოფადი, მის მიერვე Deep Duqan-ად მონათლული ჟანრი „შემოეძერწა“ - ელექტრონული ჟღერადობის, საცეკვავო რითმებისა და ქალაქური ბაიათური სიმღერის ეს ორიგინალური ნაზავი ბოლო 2-3 წელია პოპულარულია როგორც ლაშას სამშობლოში, ასევე უცხოეთში.
სულ ახლახანს Tamada-ს სახელი დიდი ისტორიის და საერთაშორისო პოპულარობის მქონე ბერლინურ პლატფორმაზე
Colors გამოჩნდა.

მეორე სიახლე მუსიკოსისა და გერმანელი პროდიუსერის Iori-ს კოლაბორაციული მცირე ალბომი Guli Nateli გახლავთ.
 

 

Mannerist Musician
 

გიორგი გიორგაძეს მუსიკაში რითმული ხაზის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩამოუყაიბდა, როდესაც მშობლიურ ბათუმში სკოლის მოსწავლე ქართულ ცეკვას ეუფლებოდა. ცეკვას არ გაყოლია, თუმცა რითმიკასთან სიახლოვე ახალმა ინტერესმა შეუნარჩუნა - გიორგი დამოუკიდებლად შეუდგა დარბუკაზე (პერკუსიული ინსტრუმენტი) დაკვირის შესწავლას. მას სხვა პერკუსიული და დასარტყამი ინსტრუმენტები მოყვა. ასე მოხვდა გიორგი არაერთი და ხშირად განსხვავებული მუსიკალური მიმართულების ჯგუფებში. ელექტრონულ პერკუსიულ ინსტრუმენტთან დაახლოვებით მას ელექტრონული მუსიკის მიმართ ინტერესი გაუჩნდა და თავად დაიწყო კომპოზიციების შექმნა. მეგობრების წაქეზებით ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე შექმნილი ინსტრუმენტული კომპოზიციები გიორგიმ 6 (2 დიდ და 4 მცირე)  ალბომში გააერთიანა და მეგობრისვე შერჩეული ფსევდონიმით Mannerist Musician გამოაქვეყნა.