დილის რადიო

15 აპრილი 2024, 10:17 883 ნახვა

დილის რადიო

15 აპრილი, 2924 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი 

დღეს 15 აპრილია,  საქართველოში 15 აპრილს სიყვარულის დღეს აღნიშნავენ. ამ დღის დაწესების იდეა 1994 წელს დაიბადა და მისი ავტორი ერთი ჩვეულებრივი შეყვარებული 18 წლის ქართველი ბიჭი იყო . და აი, , 15 აპრილი საქართველოში წელს უკვე ოცდმეათედ აღინიშნება ქართველებს სულიერი სიყვარულის დღეც გვაქვს -მართლმადიდებლური ეკლესია მას 16 ივლისს , გერგეტობის დღესასწაულზე აღნიშნავს. გერგეტის წმინდა სამების სახელობის ტაძარი ამ დღეს მთელი საქართველოდან უხმობს მრევლს. უდავოა, რაც მეტი დღე და მიზეზი იქნება სიყვარულის გამოსახატავად, დღეს სიყვარულზე საუბრისას გურამ დოჩანაშვილს დავესეხებით „"დედამიწას სიყვარული ატრიალებს დომენიკო... ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა." სიყვარულის დღეს გილოცავთ 

გადაცემის ანონსი.  ამინდის უტყუარ პროგნოზს, ტრადიციულად, კობა ფარტებაძე გაგვაცნობს

15 აპრილით არაერთი საინტერესო ფაქტი და მოვლენა თარიღდება . #1998 წლიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კულტურის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ , # დღეს ეკოლოგიური ცოდნის დღეა #დღეს მსოფლიო ხელოვნებისა და ლეონარდო და ვინჩის დაბადების დღე აღინიშნება ,

რუბრიკაში მუზეუმი მოგოყვებით ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ფრესკის შესახებ სახელწოდებით ‘საიდუმლო სერობა“ 

15 აპრილით დათარიღებულ სხვა მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტებზეც ვისაუბრებთ

სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება

# ბათუმის “შავი ზღვის ბიჭები” იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებულია. ფინალურ შეხვედრაში ბათუმელმა ხელბურთელებმა “სამტრედია” 29-24 დაამარცხეს და ჩემპიონები გახდნენ. როგორ ჩაიარა ფინალურმა შეხვედრამ და რა გეგმები აქვს კლუბს უკვე ჩემპიონატში ?

#დილის რადიოს სტუმარი: ვალერი კაკულია - ბათუმის ხელბურთის კლუბის "შავი ზღვის ბიჭების'' დირექტორი

#მობილური ჟურნალისტიკა- ამ თემას ეთმობა დღეს ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი‘ .

#რუბრიკის სტუმარი: თომა ზარიძე - ჟურნალისტი; "ალტერბრიჯის ტრენინგ ცენტრის" ტრენერი;

#ეკოლოგიური ცნობიერება - განათლების როლი ეკოცნობიერების ჩამოყალიბებაში

#დილის რადიოს სტუმარი: ნარგული ასანიძე- ბსუ-ს ტექნოლოგიის ფაკულტეტის აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი , ეკოლოგი

#რუბრიკა „რადიო აჭარის ოქროს ფონდი“ დღეს პოეტ მორის ფოცხიშვილს ეთმობა . კითხულობს ლექსს "ჭადრაკის დაფა"

#ბათუმის ქალთა აკადემიური კამერული გუნდი თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება

#დილის რადიოს სტუმარი: ზაირა ვადაჭკორია -ბათუმის ქალთა აკადემიური კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი

სპორტის სიახლეები

ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება